logo

WELCOME 2020

📣2020 წლის 5 და 6 ოქტომბერს საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ში, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართა‼️
აღნიშნული ღონისძიება საკონსულტაციო საორიენტაციო ხასიათს ატარებდა.
➡️ აკადემიის დირექტორმა, ქალბატონმა ია ერაძემ, სტუდენტებს მიულოცა ახალი სასწავლო წლის დაწყება და გააცნო დაწესებულების მისია, ხედვები და ღირებულებები,მისიის გაცნობა სტუდენტებმა ხელმოწერებით დაადასტურეს‼️
↪️ღონისძიებაზე სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებმა თავიანთი სამსახურების ფარგლებში პროფესიულ სტუდენტებს გააცნეს აკადემიის მუშაობის სპეციფიკა, მარეგულირებელი დოკუმენტები და დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებული საკითხები.
ღონისძიება დატვირთული იყო სასიამოვნო სიურპრიზებით
✉️აკადემიის სტუდენტებმა ბარათებზე დაწერეს და ფოიეში განთავსებულ ყუთში მოათავსეს თავიანთი მოლოდინები აკადემიის მიმართ.
🇬🇪ტრადიციულად შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი და აღიმართა დროშები, რომელიც აკადემიის მასწავლებელმა და სტუდენტებმა შეასრულეს, რაც გახლდათ სიმბოლური, ვინაიდან 5 ოქტომბერს აღინიშნებოდა მასწავლებელთა საერთაშორისო დღე, სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით აკადემიამ დააჯილდოვა პროფესიული პროგრამების განმახორციელებელი მასწავლებლები.
🎥ღონისძიებას სტუმრობდა და გახსნის ცერემონია გააშუქა აკადემიის ახალმა პარტნიორმა Prime tv / პრაიმ
🎁ღონისძიების დასასრულს სტუდენტებს მათთვის სპეციალურად მომზადებული საჩუქრები გადაეცათ.
საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA სტუდენტებს წარმატებულ სასწავლო წელს უსურვებს!

 

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *