ჩვენი მისიაა ვიყოთ მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის შესაძლებლობების ჰაბი, რომელიც ქმნის ინკლუზიურ, მრავალფეროვან და ინტერნაციონალურ გარემოს ადამიანის ცხოვრებისა და საქმიანობის მრავალპროფილური მიმართულებით, პიროვნული და პროფესიული განვითარებისათვის.
სტუდენტმა შესაძლოა სწავლის პერიოდში სხვადასხვა მიზეზით მიიღოს გადაწყვეტილება, რომ არ სურს იმ პროგრამის დასრულება, რომელზეც სწავლობს ან აღარ უნდა აკადემიაში სწავლა და თუნდაც, იმავე პროგრამაზე სწავლის გაგრძელება სურს სხვა სასწავლებელში. ეს შესაძლოა გამოწვეული იყოს სხვადასხვა მიზეზით: თავიდანვე გაკეთებული არასწორი ან არაინფორმირებული არჩევანით, ახალი ინფორმაციის მოძიებით დასაქმების შესაძლებლობებზე, ინტერესების შეცვლით, საცხოვრებელი ადგილის შეცვლით, სხვა პირადი მიზეზებით.
მიუხედავად მიზეზისა, სტუდენტს უფლება აქვს მოითხოვოს შიდა მობილობა, რაც ნიშნავს აკადემიის ერთი პროგრამიდან მეორეზე გადასვლას ან გარე მობილობა – აკადემიიდან სხვა სასწავლებელში გადასვლა სწავლის გასაგრძელებლად ან პირიქით, სხვა სასწავლებლიდან აკადემიაში გადმოსვლა.
მობილობა არაა დამოკიდებული მხოლოდ სტუდენტის სურვილზე და მას თავისი წინაპირობები გააჩნია, როგორიცაა განათლების საფეხური, პროგრამის დონე, დაფინანსების პირობები, ვაკანტური ადგილის არსებობა მიმღებ პროგრამაზე/სასწავლებელში, სტუდენტის სტატუსი მობილობის მომენტში და სხვა. მობილობით დაინტერესების შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაციის და კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით.