დაჯილდოება 2021

საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ს გერმანელი პარტნიორი დაწესებულების BBS Wechloy-ს ორგანიზებით განხორციელდა პროექტი სახელწოდებით „პარტნიორობა და კრიზისები“.

დაჯილდოების ფარგლებში ჟიურიმ გამოავლინა საინტერესო პროექტები, რომლებიც გლობალური პანდემიის პირობებში განხორციელდა.

დაჯილდოებაზე წარდგენილი იყო საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ისა და BBS Wechloy-ს თანამშრომლობის ფარგლებში შექმნილი სიმღერა სახელწიდებით ,,Gemeinsam”.

დასახელებული პროექტი მე-8 ადგილის ჯილდოს მფლობელი გახდა.

აკადემია ამაყობს მიღწეული წარმატებით და აგრძელებს საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის მიღებას, აღნიშნული გარემოება აკადემიის სტუდენტებს აძლევს საერთაშორისო სივრცეში ასპარეზობის შესაძლებლობას.

ვრცელად ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ ბმულზე: