ჩვენი მისიაა ვიყოთ მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის შესაძლებლობების ჰაბი, რომელიც ქმნის ინკლუზიურ, მრავალფეროვან და ინტერნაციონალურ გარემოს ადამიანის ცხოვრებისა და საქმიანობის მრავალპროფილური მიმართულებით, პიროვნული და პროფესიული განვითარებისათვის.
საერთაშორისო მობილობის სერვისით სარგებლობის უფლება აქვს აკადემიის სტუდენტს ან პარტნიორი უცხოური სასწავლებლის სტუდენტს. ამ სერვისის მიზანია პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა. ის გულისხმობს სტუდენტის დროებით წასვლას სხვა უცხოურ სასწავლებელში ან უცხოელი სტუდენტების ჩამოსვლას აკადემიაში სწავლის მიზნებისათვის. მობილობის პროცესში მიღწეული სწავლის შედეგები, შესაძლოა გამოყენებული იქნას კვალიფიკაციის მისაღებად თუ ის თავსებადია პროგრამის მიზნებთან.
აკადემიის ათობით პარტნიორი უცხოური კოლეჯი მათთან გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, მზადაა უმასპინძლოს აკადემიის სტუდენტებს.
აკადემია უკვე რამდენიმე წელია საერთაშორისო მობილობის ფარგლებში მასპინძლობს გერმანული კოლეჯების სტუდენტებს, აკადემიის პარტნიორ ორგანიზაციებში პრაქტიკული კომპონენტების გასავლელად.
საერთაშორისო მობილობით სარგებლობის შესაძლებლობა აქვთ, ასევე, აკადემიის თანამშრომლებს.
საერთაშორისო მობილობით დაინტერესების შემთხვევაში დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით.