ჩვენი მისიაა ვიყოთ მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის შესაძლებლობების ჰაბი, რომელიც ქმნის ინკლუზიურ, მრავალფეროვან და ინტერნაციონალურ გარემოს ადამიანის ცხოვრებისა და საქმიანობის მრავალპროფილური მიმართულებით, პიროვნული და პროფესიული განვითარებისათვის.
აკადემიის კარიერული მხარდაჭერის მრავალფეროვანი სერვისები და ამ სერვისების მიღების დივერსიფიცირებული გზები, სტუდენტთა, მსმენელთა და კურსდამთავრებულთა წარმატებული დასაქმების, თვითდსაქმებისა და მათი კარიერული განვითარების მნიშვნელოვანი მექანიზმია.
დაწყებული სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული პრაქტიკული კომპონენტით, რომელიც უმეტესწილად რეალურ სამუშაო გარემოში მიმდინარეობს, დამატებითი ტრენინგებით, რაც დასაქმებისათვის საჭირო დამატებითი უნარების განვითარებაზეა ორიენტირებული, კურსდამთავრებულთათვის უნარების გაუმჯობესების მოკლევადიანი ფორმალური თუ არაფორმალური კურსების შეთავაზებით, პარტნიორ კომპანიებში არსებული ვაკანსიების შესახებ ინფორმაციის ოპერატიულად მიწოდებით, დასაქმების ფორუმების ორგანიზებით, დამსაქმებელთა და დასაქმებულთა კმაყოფილების კვლევით დამთავრებული, აკადემია აგრძელებს საკუთარი სერვისების მუდმივ გაუმჯობესებას და მიწოდებას, არა მხოლოდ აკადემიაში სწავლის პერიოდში, არამედ მას შემდეგაც და ხელს უწყობს მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლის პრინციპების დანერგვასა და სწავლის უფლების რეალიზებას, როგორც არასწრულწლოვანებისათვის, ისე ზრდასრულებისათვის.
აკადემიის ადმინისტრაციული სამსახურის კვალიფიციური სპეციალისტები მზად არიან დაინტერესებულ პირებს გაუწიონ კვალიფიციური კონსულტაციები კარიერული განვითარების საკითხებში.
დაინტერესების შემთხვევაში დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით.