logo

შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები

Uncategorized
ჩანიშვნა გაზიარება
Share Course
Page Link
Share On Social Media

აღწერა

პროგრამის სახელწოდება: შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები
პროგრამის ტიპი: პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვით ტექნოლოგიებში/ Higher Vocational Qualification in Occupational Safety and Environmental Technology
სწავლების ენა: ქართული
პროგრამის ხანგრძლივობა: 2 წელი
სწავლის საფასური: 7140 ლ. სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.
პროგრამის განხორციელება: ჰიბრიდულად (პირისპირ და დისტანციურად).
პირსპირ სწავლება – თბილისი.

რა დოკუმენტი გაიცემა პროგრამის დასრულებისას

სახელმწიფოს მიერ აღიარებული პროფესიული დიპლომი. დიპლომის ფორმა იხილით აქ.

პარტნიორი ორგანიზაციები

• შპს “საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA”, მისამართი: თბილისი, რუსთავის გზატკეცილი 18/22
• შპს ,,საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეა”
იურ./ფაქტ მისამართი: ქ. თბილისი, თ.ერისთავის ქ. N2 გ.
• სს ,,გუდვილი”
იურ./ფაქტ მისამართი: ქ. თბილისი, ფარნავაზ მეფის ქ. N1
• შპს ,,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკა”
იურ./ფაქტ მისამართი: ქ. თბილისი, ისანი-სამგორის რაიონი, წინანდლის ქ. N9
• შპს ,,პოლიმერი 1“
იურ./ფაქტ მისამართი: ქ. თბილისი, ქვემო ფონიჭალა, ვაგზლის ქ. N15ა,
• შპს ,,გრანდი’’
იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, მთაწმინდის რაიონი, კოტე მახარაძის, ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, ჯაბიძის ქ. N8
• შპს „ვესტა“
იურ./ფაქტ მისამართი: ქ. თბილისი, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონი, ვანის ქუჩა 4
• შპს ,,ნი ესტეტიკ ჯორჯია”
იურ./ფაქტ მისამართი: ქ. თბილისი, ვაკის რაიონი, ვაჟა-ფშაველას გამზირი 70 „ა“
• სსიპ კოლეჯი „მერმისი“
იურ./ფაქტ მისამართი: ქ. თბილისი, დავით გურამიშვილის ჩიხი 9/ა

დასაქმების შესაძლებლობები

პროგრამის დასრულების შემდეგ შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების მენეჯერი/სპეციალისტი შეიძლება დასაქმდეს სხვადასხვა სფეროების: მშენებლობის, ელექტრომომარაგების, წყალმომარაგების, ნავთობისა და გაზის, ლოჯისტიკის, ტრანსპორტის, მძიმე მრეწველობის, სამთო მრეწველობის, საზღვაო პორტების, კომუნიკაციების, ტურიზმის, სარესტორნო, გასართობ, სავაჭრო, საგანმანათლებლო დაწესებულებებში: უსაფრთხოების ინსპექტორად/მენეჯერად; ჯანმრთელობის დაცვის ინსპექტორად/მენეჯერად; შრომის, ჯანმრთელობის და უსაფრთხოების ინსპექტორად/მენეჯერად; დაბინძურების ინსპექტორად; ჯანსაღი სამუშაო გარემოს დაცვის ოფიცერად; შრომის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის მრჩეველად; გარემოს დაცვის მრჩეველად; შრომის ჰიგიენის სპეციალისტად/მენეჯერად; ნარჩენების შეგროვების სპეციალისტად; ნარჩენების დამუშავება-მოცილების სპეციალისტად; დაბინძურებისაგან გასუფთავება-ნარჩენების მართვის ინსპექტორად; უსაფრთხოების დაცვის სპაციალისტად/ მენეჯერად; შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების მენეჯერად ან სპეციალისტად; სახელმწიფოს შრომის ინსპექტირების სამსახურებში შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების მენეჯერად ან სპეციალისტად; სხვადასხვა კერძო და სახელმწიფო სტრუქტურებსა და ორგანიზაციებში შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების მენეჯერად ან სპეციალისტად.

ინტერნაციონალიზაცია

ინტერნაციონალიზაციის ხარისხი 85%.

(პროგრამის ფარგლებში შეძენილი კომპეტენციების 85% სრულად არის თავსებადი დარგში არსებულ საერთაშორისო სტანდარტებთან).

სტუდენტის ბენეფიტები (სტუდენტის რუბრიკის ბმული)

• სწავლის პერიოდში სტუდენტებს გადაუვადდებათ სავალდებულო სამხედრო სამსახური, დადგენილი წესით
• სტუდენტები სარგებლობენ მუნიციპალური ტრანსპორტით შეღავათიან ფასებში.
• სტუდენტები სარგებლობენ სტუდენტური დაზღვევით

პროგრამაზე მიღება

აპლიკანტები ჩაირიცხებიან პროფესიული ტესტირების გზით. ტესტის ნიმუშები და საგამოცდო პროგრამა იხილეთ აქ: (ლინკი)

მიღება ცხადდება წელიწადში ორჯერ: გაზაფხული, შემოდგომა.

გაიარეთ წინასწარი რეგისტრაცია და მიღების გამოცხადებისთანავე მიიღებთ შეტყობინებას.

კონტაქტი

პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით.

მეტის ჩვენება