logo

საექთნო საქმე

აღწერა

პროგრამის სახელწოდება: საექთნო საქმე

პროგრამის ტიპი: პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია საექთნო საქმეში/Higher Vocational Qualification in Nursing”

სწავლების ენა: ქართული

პროგრამის ხანგრძლივობა: 3 წელი

სწავლის საფასური: 12852 ლ. სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.

პროგრამის განხორციელება: ჰიბრიდულად (პირისპირ და დისტანციურად).

პირსპირ სწავლება – თბილისი.

რა დოკუმენტი გაიცემა პროგრამის დასრულებისას

სახელმწიფოს მიერ აღიარებული პროფესიული დიპლომი. დიპლომის ფორმა იხილით აქ:

პარტნიორი ორგანიზაციები

  • შპს „ვივამედი“

  • ა(ა)იპ „საქველმოქმედო ფონდი საქართველოს კარიტასი“

  • შპს “თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკა”  

  • შპს „ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი“

  • შპს „ქალაქ თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი“

  • შპს „აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი“

  • შპს „ნიუ ჰოსპიტალს“

  • შპს №5 კლინიკური საავადმყოფო

  • შპს „პინეო სამედიცინო ეკოსისტემა“

  • შპს ,, ამერიკან ჰოსპიტალ ნეთვორქ“

  • შპს „თიმი – თბილისის მედიცინის ინსტიტუტი“

დასაქმების შესაძლებლობები

საექთნო საქმეში კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს ჯანდაცვის სფეროში, სხვადასხვა პროფილის სამედიცინო დაწესებულებებში, შინმოვლის სფეროში, სხვა ტიპის ორგანიზაციებში, რომლებიც საჭიროებს საექთნო მომსახურებას.

ინტერნაციონალიზაცია

ინტერნაციონალიზაციის ხარისხი 80%.

(პროგრამის ფარგლებში შეძენილი კომპეტენციების 80% სრულად არის თავსებადი დარგში არსებულ საერთაშორისო სტანდარტებთან).

საერთაშორისო პარტნიორი:

პროგრამის საერთაშორისო პარტნიორია გიუმრის სახელმწიფო სამედიცინო კოლეჯი – შესაძლებელია სტაჟირების ან პრაქტიკის გავლა.

სტუდენტის ბენეფიტები (სტუდენტის რუბრუკის ბმული)

  • სწავლის პერიოდში სტუდენტებს გადაუვადდებათ სავალდებულო სამხედრო სამსახური, დადგენილი წესით

  • სტუდენტები სარგებლობენ მუნიციპალური ტრანსპორტით შეღავათიან ფასებში.

  • სტუდენტები სარგებლობენ სტუდენტური დაზღვევით

პროგრამაზე მიღება

აპლიკანტები ჩაირიცხებიან პროფესიული ტესტირების გზით. ტესტის ნიმუშები და საგამოცდო პროგრამა იხილეთ აქ: (ლინკი)

მიღება ცხადდება წელიწადში ორჯერ: გაზაფხული, შემოდგომა.

გაიარეთ წინასწარი რეგისტრაცია და მიღების გამოცხადებისთანავე მიიღებთ შეტყობინებას (ბმული)

კონტაქტი

პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით: (კონტაქტების ლინკი)

მეტის ჩვენება