logo

საბაჟო საქმე (ინგლისურენოვანი)

აღწერა

პროგრამის სახელწოდება: საბაჟო საქმე (ინგლისურენოვანი)
პროგრამის ტიპი: პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია საბაჟო საქმეში/ Higher Vocational Qualification in Customs Study
სწავლების ენა: ინგლისური
პროგრამის ხანგრძლივობა: 2 წელი
სწავლის საფასური: უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სწავლის საფასური შეადგენს: 6000$
საქართველოს მოქალაქეებისთვის: 5824- ლარი. სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.
პროგრამის განხორციელება: ჰიბრიდულად (პირისპირ და დისტანციურად).
პირსპირ სწავლება – თბილისი.

რა დოკუმენტი გაიცემა პროგრამის დასრულებისას

სახელმწიფოს მიერ აღიარებული პროფესიული დიპლომი. დიპლომის ფორმა იხილით აქ.

პარტნიორი ორგანიზაციები

• შემოსავლების სამსახური
• გაკო ტერმინალი
• შპს „აი ტი ემ გლობალ ლოჯისტიკა“
• შპს ,,GREENWAY LOGISTIC LTD”
• შპს „ჯი თი ექსპრეს სერვისი“
• შპს „თეზა ტრანსი“,
• შპს „ილო ტრანსპორტი“ ,
• შპს “სან ლოჯისტიკ”,
• შპს ”სარ გრუპ”,
• შპს “სჩნელლტრანსპორტ 76 გერმანია”,
• შპს „ფორევა ტრანსპორტ“,

დასაქმების შესაძლებლობები

საბაჟო საქმეში უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს როგორც საჯარო (სსიპ – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი), ისე კერძო სექტორში (საბროკერო, საკონსულტაციო, სავაჭრო, სამრეწველო, გადამზიდველი და ლოგისტიკური კომპანიები, დიპლომატიური დაწესებულებები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საბაჟო საწყობები და ტერმინალები). საჯარო სექტორში ის შეიძლება დასაქმდეს სასაზღვრო გამშვები პუნქტის ან საბაჟო გაფორმების საბაჟო ოფიცრად, ხოლო კერძო სექტორში – საბაჟო ბროკერად, საბაჟო დეკლარანტად, საბაჟო გაფორმების სპეციალისტად. ეს ფუნქციები შესაძლოა შერწყმულ იქნეს ლოგისტიკის სპეციალისტის, საბაჟო ტერმინალის მომსახურების განყოფილების სპეციალისტების ფუნქციებთან. კარიერული ზრდის თვალსაზრისით, კურსდამთავრებულს სწავლის გაგრძელება შეუძლია შემდგომ საფეხურებზე ბიზნესისა და ადმინისტრირების მიმართულებით.

ინტერნაციონალიზაცია

ინტერნაციონალიზაციის ხარისხი 95%.

(პროგრამის ფარგლებში შეძენილი კომპეტენციების 95% სრულად არის თავსებადი დარგში არსებულ საერთაშორისო სტანდარტებთან).

სტუდენტის ბენეფიტები

• სწავლის პერიოდში სტუდენტებს გადაუვადდებათ სავალდებულო სამხედრო სამსახური, დადგენილი წესით
• სტუდენტები სარგებლობენ მუნიციპალური ტრანსპორტით შეღავათიან ფასებში.
• სტუდენტები სარგებლობენ სტუდენტური დაზღვევით

პროგრამაზე მიღება

აპლიკანტები ჩაირიცხებიან აკადემიის მიერ ორგანიზებული შერჩევის გზით.
გაიარეთ წინასწარი რეგისტრაცია და მიღების გამოცხადებისთანავე მიიღებთ შეტყობინებას (ბმული)

კონტაქტი

პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით.

მეტის ჩვენება