logo

მინი-მიკრო საკრედიტო ექსპერტი

ჩანიშვნა გაზიარება
Share Course
Page Link
Share On Social Media

აღწერა

პროგრამის სახელწოდება: მინი-მიკრო საკრედიტო ექსპერტი

პროგრამის ტიპი: პროფესიული მომზადება

სწავლების ენა: ქართული

პროგრამის ხანგრძლივობა: 9 კვირა

სწავლის საფასური: 1800 ლარი. ზოგ შემთხვევაში სრულად ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

პროგრამის განხორციელება: პირისპირ სწავლა – თბილისი.

პრაქტიკული კომპონენტი ხორციელდება ლიბერთი ბანკის ფილიალებში საქართველოს მასშტაბით.

რა დოკუმენტი გაიცემა პროგრამის დასრულებისას: სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატი. სერტიფიკატის ფორმა იხილით აქ.

პროგრამის მიზნები: პროგრამის მიზანია კვალიფიციური და კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება საბანკო-საფინანსო სექტორში დაკრედიტების ძირითად პრინციპებში. პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს პროგრამის მსმენელებს შეიძინონ თეორიული ცოდნა და განივითარონ პრაქტიკული უნარები ქეისების ანალიზის, ინდივიდუალური თუ ჯგუფური პრაქტიკული დავალებებითა და გამოცდილების გაზიარების საშუალებით, რაც ხელს შეუწყობს მათ დასაქმებას საბანკო სექტორში მინი-მიკრო საკრედიტო ექსპერტად.

პროგრამაზე მიღება: აპლიკანტები ჩაირიცხებიან წარმოდგენილი დოკუმენტებისა და მათემატიკური უნარების ტესტის ჩაბარების საფუძველზე.
გაიარეთ წინასწარი რეგისტრაცია და მიღების გამოცხადებისთანავე მიიღებთ შეტყობინებას .

კონტაქტი: პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით

მეტის ჩვენება