მიმდინარე წლის 11-12 ივლისს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, TEMPUS-ის პროექტის „ტრანსნაციონალური განათლების ხარისხის განვითარება და აღიარება საქართველოსა და სომხეთში“ ფარგლებში, გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია. განხილულ იქნა პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგები, რაც მოიცავდა ტრანსნაციონალური განათლების, მათ შორის, ერთობლივი და ორმაგი ხარისხის მიმნიჭებელი პროგრამების, ხარისხის უზრუნველყოფისა და აღიარების საკითხებს. კონფერენციაში მონაწილეობდნენ: იუნესკოს წარმომადგენელი – მიკაელა მარტინი, სომხეთის, ამერიკის, საფრანგეთის […]