კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის კონფერენცია
2018 წლის 2 მარტს, კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის პირველი (დამფუძნებელი) კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაში მონაწილეობა ასამდე დელეგატმა მიიღო. მათ შორის იყო ასოციაციის წევრი უნივერსიტეტების რექტორები, დამფუძნებლები, ვიცე-რექტორები, ხარისხის სამსახურის უფროსები, დეკანები და პროფესორები. კონფერენციაზე განხილულ იქნა ასოციაციის ადმინისტრაციის ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ. დელეგატებმა ასოციაციის პრიორიტეტებსა და სამომავლო საქმიანობაზე ისაუბრეს. ღონისძიებას საპატიო სტუმრის სტატუსით ესწრებოდნენ, როგორც საჯარო, […]