სკოლა „ახალი თაობა“ მემორანდუმი
2018 წლის 5 ივნისს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ს ეწვია, სკოლა „ახალი თაობის“ დირექტორი ქალბატონი ანა უსტიაშვილი, მან დაათვალიერა აკადემიის ინფრასტრუქტურა, გაეცნო მუშაობის სპეციფიკას და აქტიური თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-სა და სკოლა „ახალი თაობას“ შორის გაფორმდა პარტნიორობისა და თანამშრომლობის მემორანდუმი. აღნიშნული მემორანდუმი მიზნად ისახავს საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლობას, პროფესიული განათლების განვითარებასა და ამ სისტემის მოქნილობის უზრუნველყოფას სკოლაში, […]