სამუშაოს მაძიებელთა უფასო მოკლევადიანი პროგრამა
დაიწყო სამუშაოს მაძიებელთა უფასო მოკლევადიან პროგრამებზე სწავლება.
დაიწყო სამუშაოს მაძიებელთა უფასო მოკლევადიან პროგრამებზე სწავლება.
2019 წლის 15 აპრილს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-სა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. აღნიშნული მემორანდუმი ითვალისწინებს ერთობლივი პროექტებისა და ღონისძიებების განხორციელებას. მხარეები ითანამშრომლებენ საერთო ინტერესების სფეროში შემავალი საკითხების კვლევასა და საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების პროცესში. მემორანდუმით გათვალისწინებული თანამშრომლობის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას პროფესიული განათლება წარმოადგენს. შესაბამისად, მხარეები მზადყოფნას გამოთქვამენ, პროფესიული განათლების პოპულარიზაციისა და ხელშეწყობის მიზნით, […]
მიმდინარე წლის 9 აპრილს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსის ორგანიზებით შედგა სამუშაო შეხვედრა ფარმაციის მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის გამახორციელებელ პერსონალთან. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავება, მოდულების ადაპტირება, საგანმანათლებლო რესურსის განხილვა და სხვა. ხარისხის მართვის სამსახურის უფროსმა, ქალბატონმა შორენა ხუბუნაიამ აღნიშნა, რომ მსგავსი სამუშაო რეჟიმი აკადემიაში დამკვიდრებული პრაქტიკაა და როგორც ერთიანი გუნდი, ამ […]
2019 წლის 4-5 აპრილს, გაეროს განვითარების პროგრამისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გაიმართა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების თანამშრომლებისათვის. ▶შეხვედრაზე განხილულ იქნა, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში ზოგადი განათლების სწავლის შედეგების ინტეგრირება, პროგრამის განხორციელებაზე უფლების მოპოვება და ხარიხის უზრუნველყოფა, პროგრამის ეფექტური ადმინისტრირება, საზოგადოების ინფორმირება, ინტეგრირებული სწავლების კომპონენტის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული პროცედურების გაცნობა […]
პრაქტიკული კომპონენტი-საფრთხეების იდენტიფიცირება, რისკების შეფასება და მართვა, საკონტროლო ღონისძიებები საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების მიხედვით.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ოლდენბურგის პროფესიული მომზადების უმაღლესი სკოლა BBS Wechloy-ის „ტურიზმისა“ და „ფინანსების“ პროგრამის სტუდენტები და მასწავლებლები, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის ტურიზმის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებთან ერთად პრაქტიკული კომპონენტის ფარგლებში იმყოფებოდნენ საქართველოს ეროვნულ ბანკსა და სიმონ ჯანაშიას ეროვნულ მუზეუმში.
როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოს ბიზნესის აკადემია -SBA-ის მოწვევით, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში საქართველოს სტუმრობენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ოლდენბურგის პროფესიული მომზადების უმაღლესი სკოლა BBS Wechloy-ის „ტურიზმისა“ და „ფინანსების“ პროგრამის სტუდენტები და მასწავლებლები, რომლებიც 2019 წლის 25 მარტს სამუშაო შეხვედრის ფორმატში ეწვივნენ საქართველოს ბიზნესის აკადემია -SBA-ის. ➡აკადემიის დირექტორმა ქალბატონმა ია ერაძემ უცხოელ სტუმრებს, ოფიციალური ნაწილის დაწყებამდე გააცნო სასწავლებლის […]
მიმდინარე წლის 24 მარტს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის მოწვევით, პარტნიორობისა და ურთიერთანამშრომლობის, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში საქართველოს ეწვივნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ოლდენბურგის პროფესიული მომზადების უმაღლესი სკოლა BBS Wechloy-ის „ტურიზმისა“ და „ფინანსების“ პროგრამის სტუდენტები და მასწავლებლები. ვიზიტი ითვალისწინებს ზემოაღნიშნული პროგრამების პრაქტიკული კომპონენტის გაცნობას რეალურ გარემოში. საქართველოს ბიზნესის აკადემია -SBA-ისა და „ტურიზმის“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტების ინიციატივით დაიგეგმა გაცნობითი […]
21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. 2011 წლის 10 ნოემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 21 მარტი ოფიციალურად გამოაცხადა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ. საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA უერთდება დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ კვირეულს და ცნობიერების ამაღლების კამპანიას. ჩვენთან ქრომოსომებს არ ითვლიან!
საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA -ის „საბაჟო საქმის“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები საწარმოო პრაქტიკის მომდევნო ეტაპის განხორციელებას, „გაკო ტერმინალის“ შემდეგ, განაგრძობენ შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისსა“ და გაფორმების ეკონომიკური ზონა „აეროპორტში“. შემოსავლების სამსახური საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA –ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელიც ხელს უწყობს დაწესებულებას „საბაჟო საქმის“ პროფესიული საგანმანთლებლო პროგრამის სრულყოფილ განხორცილებაში.