SBA მონაწილეობას იღებს საერთაშორისო კონკურსში „2022 წლის საუკეთესო სასწავლო დაწესებულება!“
საქართველოს ბიზნესის აკადემია – SBA მონაწილეობას იღებს საერთაშორისო კონკურსში „2022 წლის საუკეთესო სასწავლო დაწესებულება!“ კონკურსი გამოცხადებულია გლობალური ორგანიზაციის T4 Education-ის მიერ, რომელიც მდებარეობს გაერთიანებულ სამეფოში და აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან. აღნიშნული კონკურსი ემსახურება საუკეთესო პრაქტიკების მქონე საგანმანათლებლო დაწესებულებების შერჩევას სხვადასხვა ნომინაციებში. კონკურსი მოიცავს ოთხ ნომინაციას, აკადემია იღებს მონაწილეობას „საზოგადოებრივი თანამშრომლობის“ მიმართულებით, რომელიც ფოკუსირებულია დაინტერესებული […]