ისრაელის საელჩოს მიმართვა
ათასწლეულის ფონდის ორგანიზებით „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს“ გალა დაჯილდოება წელს მეოთხედ გაიმართა. საკონკურსო ნომინაციებში, ჯილდოების გარდა, სპეციალური პრიზი, ტრადიციულად, ისრაელის საელჩომ გადასცა. წლევანდელი სპეცალური პრიზის მფლობელი გახდა საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ს ფარმაციის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი, ჯანდაცვის სკოლის დირექტორი ნატა ჩხაიძე. აკადემიამ ოფიციალურად მადლობა გამოუცხადა ისრაელის საელჩოს ქალბატონი ნატა ჩხაიძის დაჯილდოებისთვის. საპასუხოდ ისრაელის საელჩომ აკადემიას მიმართა: […]