
საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA განაგრძობს პროფესიულ მასწავლებელთა მხარდაჭერას!

აკადემიაში დაგეგმილი 3 დღიანი ონლაინ ტრენინგი ჩატარდა

თემაზე: ,,დისტანციური სწავლებისა და შეფასების განვითარება და მისი ტექნიკური მხარდაჭერა პროფესიულ განათლებაში’’

ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა, SBA- ის პროფესიული განათლების მასწავლებლებისათვის დისტანციურად სწავლების უნარების განვითარების ხელშეწყობა.

განხილული იქნა შემდეგი საკითხები:
ჯგუფის ტექნიკური მართვა
Microsoft Forms

შეხვედრა გაიმართა ონლაინ Microsoft Teams-ის პლათფორმაზე.

ტრენინგს გაუძღვა მოწვეული ტრენერი ნათია უჩავა.