ჩვენი მისიაა ვიყოთ მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის შესაძლებლობების ჰაბი, რომელიც ქმნის ინკლუზიურ, მრავალფეროვან და ინტერნაციონალურ გარემოს ადამიანის ცხოვრებისა და საქმიანობის მრავალპროფილური მიმართულებით, პიროვნული და პროფესიული განვითარებისათვის.
საკონტაქტო ინფორმაცია
ქ. თბილისი, რუსთავის გზატკეცილი 18-22
032 240 34 40;
info@sba.edu.ge
ინტერაქტიული სწავლების მეთოდები პროფესიულ განათლებაში
ინტერაქტიული სწავლების მეთოდები პროფესიულ განათლებაში
საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ში ჯანდაცვის სკოლის ინიციატივით დაგეგმილია ტრენინგი.
ტრენინგის თემა: „ ინტერაქტიული სწავლების მეთოდები პროფესიულ განათლებაში“
ტრენინგის მიზანია: SBA- ის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პრაქტიკოსი, დარგში მომუშავე პროფესიული განათლების მასწავლებლებისათვის პედაგოგიური უნარების განვითარების ხელშეწყობა.
განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
სწვლა-სწავლების პროცესის დაგეგმვა და ეფექტურად განხორციელება
სწავლების სტრატეგიების, მეთოდებისა და ხერხების შერჩევა სწავლის შედეგების შესაბამისად
სწავლების ინტერაქტიული მეთოდების სხვადასახვა სახეები და მათი შესაბამისობა შეფასების მეთოდებთან
შეხვედრა გაიმართება ონლაინ Microsoft Teams-ის პლათფორმაზე, ჯგუფი „ადმინისტრაცია”
დრო: 2021 წლის 10 აპრილი, 11:00 სთ
ტრენინგის ხანგრძლივობა: 4 საათი
ტრენერი_ თეა ცომაია, ტრენერი 25 წლიანი გამოცდილებით, პროფესიული განათლების ექსპერტი, მეთოდისტი, ტრენინგ-მენეჯერი.
გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი.
აუცილებელია, ტრენინგზე ჩართვა ვიდეოთვალით და პერსონალური კომპიუტრით.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით email: info@sba.edu.ge