საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA აგრძელებს წარმატებულ პარტნიორებთან თანამშრომლობას!

ამჯერად აკადემიასა და ბუღალტერთა კავშირს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ბუღალტერთა კავშირი შექმნილია, როგორც ახალბედა , ასევე პროფესიონალი ბუღალტრებისთვის, რომელთა მიზანი არის ფინასური აღრიცხვის პოპულარიზაცია , გამოცდილებისა და ინფორმაციის გაზიარება, ასევე პოტენციური დამსაქმებლებისა და პოტენციური დასასაქმებელი პირების მოძიება.

მემორანდუმის საგანია:

პროფესიულ სტუდენტთა დასაქმებისა და სტაჟირების ხელშეწყობა

პროფესიულ სტუდენტების ჩართულობის ხელშეწყობა პროექტებში, ტრენინგებში;

პროფესიული განათლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, გამოცდილების გაზიარება და პროფესიული უნარ- ჩვევების ჩამოყალიბების ხელშეწყობა

ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება

არსებული პროგრამების განვითარების ხელშეწყობა და ახალი პროგრამების ინიცირება, რაც ხელს შეუწყობს კურსდამთავრებულთა წარმატებით დასაქმებას.