logo

სკოლის ხელმძღვანელთა საერთაშორისო კონფერენცია

საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA –ის დირექტორმა ია ერაძემ მონაწილეობა მიიღო სკოლის ხელმძღვანელთა საერთაშორისო კონფერენციაზე „სკოლის ციფრული მართვისა და დისტანციური სწავლების გამოწვევები და უპირატესობები“
🔰კონფერენცია ორგანიზებული იყო ქართულ ამერიკული სკოლა პროგრესის მიერ, სადაც მონაწილეობას იღებდა ასამდე მონაწილე, როგორც ქართველი ასევე საერთაშორისო პარტნიორი.
👇კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო პრეზენტაციები ისეთ აქტუალურ თემებზე როგორებიცაა:
✅როგორ ვაქციოთ დისტანციური სწავლების გამოწვევები პროგრესის შესაძლებლობებად
✅ინკლუზიური განათლების გამოწვევები ონლაინ სწავლების პირობებში
✅დისტანციური მართვის გამოწვევები და უპირატესობები
✅კომუნიკაცია და თანამშრომლობა ელექტრონული მმართველობისას
✅განხორციელებული ონლაინ პროექტები და აქტივობები
✅ონლაინ სწავლების დაგეგმვა, პროცესი და მართვა
‼კონფერენციის მიზანი საუკეთესო გამოცდილების გაზიარება გახლდათ, რომელზეც საინტერესო თემები და გამოცდილება უცხოელმა პარტნოორებმა წარმოადგინეს.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *