ჩვენი მისიაა ვიყოთ მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის შესაძლებლობების ჰაბი, რომელიც ქმნის ინკლუზიურ, მრავალფეროვან და ინტერნაციონალურ გარემოს ადამიანის ცხოვრებისა და საქმიანობის მრავალპროფილური მიმართულებით, პიროვნული და პროფესიული განვითარებისათვის.
როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოს ბიზნესის აკადემია – SBA, GDBA – საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციასთან ერთად ახორციელებს, პროფესიული მომზადების პროგრამას –
,,დისტრიბუცია სავაჭრო ობიექტებში”.
გაცნობებთ, რომ აღნიშნულ პროგრამაზე სწავლის მსურველ მსმენელებთან გასაუბრება გაიმართა, რომლის შედეგად შეირჩა 2 ჯგუფი.
მსმენელებს სასწავლო პროცესის სრულყოფილად განხორციელების მიზნით ჩაუტარდათ ტრენინგი, რომელიც ჩაატარა ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტმა ლაშა იაშვილმა MS Teams-ის პლათფორმის გამოყენებით.
აღნიშნულ პროგრამაზე სასწავლო პროცესი დაიწყება 2020 წლის 14 დეკემბრიდან.
შეგახსენებთ პროგრამის უპირატესობებს:
პრაქტიკა საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ქსელში არსებულ წარმატებულ ბიზნეს კომპანიებში;
წარჩინებით სწავლის შემთხვევაში ანაზღაურებადი სტაჟირება;
სწავლის საფასური სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ;
პროგრამის დასრულების შემდეგ გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატი.
წარმატებული კურსდამთავსებულების დასაქმებაზე იზრუნებს საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია.