logo

საპილოტე პროგრამის გადამზადების სემინარი გერმანიაში

მიმდინარე წლის 17 ივნისიდან 29 ივნისის ჩათვლით, საქართველოს სკოლებისა და საწარმოების წარმომადგენლები გერმანიაში საპილოტე პროგრამის გადამზადების სემინარს დაესწრნენ, აღნიშნულ ღონისძიებას აკადემიის დირექტორი ქალბატონი ია ერაძე ესწრებოდა.
გადამზადების სემინარი დაწესებულებებთან პროფესიული განათლების პარტნიორობის ფარგლებში დაიწყო სკოლისა და საწარმოსთვის, როგორც სწავლების ადგილებისათვის. რომელიც ითვალისწინებს გადამზადების სხვადასხვა ღონისძიებებს, მულტიპლიკატორების კვალიფიკაციის ასამაღლებელი საპილოტე პროექტი.
პროგრამა მიზნად ისახავს თბილისში ჩატარებული ღონისძიებების შედეგების საფუძველზე, პროფესიული განათლების სკოლებსა და საწარმოებში განხორციელების პრაქტიკული გამოცდილებების გადაცემას და თანამშრომლობითი სწავლების იდეის გაძლიერებას.
პროექტის ფარგლებში ვიზიტი განხორციელდა: ლაიფციგის განათლებისა და ტექნოლოგიების ცენტრში, სასტუმრო ვინდჰამიში, ჰანზეშტატის პროფესიული სკოლაში, პროფესიული სწავლების გამოფენა „Gorch Fock” შტრალსუნდში, „BILDUNG BSUT BRUCKEN”.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *