logo

ბიზნესის, ადმინისტრირების, სამართლის მიმართულების დარგობრივი საბჭო

17 თებერვალს სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ბიზნესის, ადმინისტრირების, სამართლის მიმართულების დარგობრივი საბჭო გაიმართა. საბჭოზე განხილული იქნა ოფისის მენეჯერის, საწყობის ლოჯისტიკის ოპერატორის, საჰაერო გადაყვანა/გადაზიდვების სპეციალისტის პროფესიული სტანდარტები. ოპტიმიზებული ჩარჩო დოკუმენტები: „საოფისე საქმე და ღონისძიებების ადმინისტრირება“, „საფინანსო სერვისები“, „სატვირთო გადაზიდვების ლოგისტიკა“, „საბაჟო საქმე“, „გაყიდვების სერვისები“, „ბუღალტრული აღრიცხვა“ და ასევე მეწარმეობის მოდულები. საბჭომ დასამტკიცებლად დადებითი რეკომენდაცია მისცა წარდგენილ დოკუმენტებს.

საბჭოზე წარდგენილი დოკუმენტების ოპტიმიზებისა და შემუშავების პროცესი განხორციელდა საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის აკადემიური პერსონალისა და პროფესიული განათლების მასწავლებლების: კ. ერაძის, შ. ხუბუნაიას, ტ. ბოლქვაძის, მ. მახარაშვილის, თ. ბერიშვილის, პ. ცაგარეიშვილის, მ. ფიცხელაურის ხელმძღვანელობით.

ჩარჩო დოკუმენტების, „საფინანსო სერვისები“, „საბაჟო საქმე“, „გაყიდვების სერვისები“, „ბუღალტრული აღრიცხვა“, სამუშაო სემინარები აკადემიაში, გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში გაიმართა, შესაბამისი მიმართულების პერსონალისა და სპეციალისტების აქტიური თანამონაწილეობით.

აკადემია ულოცავს კოლეგებს წარმატებით განხორციელებულ პროექტებს.

 

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *