logo

სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია

2016 წლის 22 დეკემბერს საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში, „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის“ მსმენელთათვის, სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია გაიმართა.

ღონისძიება გახსნა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის დირექტორმა ია ერაძემ, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ის რექტორმა, კახაბერ ერაძემ, საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დასაქმების დეპარტამენტის უფროსმა მარი ბეზარაშვილმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თამარ სამხარაძემ, სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე თამარ მახარაშვილმა, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ვიცე პრეზიდენტმა მიხეილ კორძახიამ, საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა ზურაბ გვასალიამ, საქართველოს სადაზღვეო კომპანიათა ასოციაციის მედიაციის უფროსმა არჩილ ცერცვაძემ, მათ მსმენელებს წარმატება და კარიერული წინსვლა უსურვეს.

ღონისძიების დასასრულს, „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის“ მსმენელებს საზეიმო ვითარებაში გადაეცათ სერტიფიკატები.

 

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *