logo

სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში მუშაობა

ჩანიშვნა გაზიარება
Share Course
Page Link
Share On Social Media

აღწერა

პროგრამის სახელწოდება: სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში მუშაობა
პროგრამის ტიპი: პროფესიული მომზადება
სწავლების ენა: ქართული
პროგრამის ხანგრძლივობა: 8 კვირა
სწავლის საფასური: 950 ლარი. ზოგ შემთხვევაში სრულად ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
პროგრამის განხორციელება: ჰიბრიდულად (პირისპირ და დისტანციურად)
პირისპირ სწავლა – თბილისი.

რა დოკუმენტი გაიცემა პროგრამის დასრულებისას

სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატი. სერტიფიკატის ფორმა იხილით აქ.

პროგრამის მიზნები:

პროგრამა მიზნად ისახავს მსმენელებს შეასწავლოს შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში მუშაობა, რათა მათ სამეწარმეო იურიდიული პირების სახელით შეძლონ მონაწილეობა ელექტრონულ ტენდერებში, როგორც შემსყიდველის, ისე მიმწოდებლის სტატუსით. აღნიშნული კომპეტენციების განვითარება ერთის მხრივ ხელს შეუწყობს სახელმწიფო შესყიდვების პროცესში შემსყიდველის მხრიდან არსებული რისკების შემცირებას, ხოლო მეორეს მხრივ გაზრდის მეწარმე იურიდიული პირების შესაძლებლობებს განახორციელონ საკუთარი საქონლის, მომსახურების და სამუშაოს შეთავაზება სახელმწიფო დაწესებულებებისათვის. ამ კომპეტენციებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ქვეყანაში კონკურენტუნარიანობის გაზრდისა და პოსტპანდემიური ეკონომიკის გაჯანსაღების პროცესში.

პროგრამაზე მიღება

აპლიკანტები ჩაირიცხებიან წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე.
გაიარეთ წინასწარი რეგისტრაცია და მიღების გამოცხადებისთანავე მიიღებთ შეტყობინებას.

კონტაქტი

პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით.

მეტის ჩვენება