
აღწერა
პროგრამის სახელწოდება: ლოგისტიკა
პროგრამის ტიპი: პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: საშუალო პროფესიული კვალიფიკაცია ტვირთების ექსპედირებაში; Secondary Vocational Qualification in Freight forwarding
სწავლების ენა: ქართული
პროგრამის ხანგრძლივობა: 1.5 წელი
სწავლის საფასური: 4563 ლ. სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.
პროგრამის განხორციელება: ჰიბრიდულად (პირისპირ და დისტანციურად).
პირსპირ სწავლება – თბილისი.
რა დოკუმენტი გაიცემა პროგრამის დასრულებისას
სახელმწიფოს მიერ აღიარებული პროფესიული დიპლომი. დიპლომის ფორმა იხილით აქ.
პარტნიორი ორგანიზაციები
• შპს ,,GREENWAY LOGISTIC LTD”, მისამართი: ქ. თბილისი, ცოტნე დადიანის ქ. N17
• შპს ,,გაკო ტერმინალი”, მისამართი: ქ. თბილისი, აეროპორტის დასახლება
• შპს „ილო ტრანსპორტი“, მისამართი: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას N40
• შპს “სან ლოჯისტიკ” , მისამართი: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას N40
• შპს ”სარ გრუპ”, მისამართი: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას N40
• სს ,,ლელო’’, მისამართი: ქ. თბილისი, ქსნის ქ. №36
• შპს „ევო ულუსლარარასი ნაქლიათ“, მისამართი: ქ. თბილისი, რუსთავის გზატკეცილი, № 19
• შპს „3 მ ტრანს“, მისამართი: ქ. თბილისი, შარტავას ქუჩა, № 40
• შპს “LTD Kairos Logistic”, მისამართი: ქ. თბილისი, ქ. თბილისი, პეტრე ქავთარაძის ქ. № 60
დასაქმების შესაძლებლობები
ლოგისტიკაში კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს ტვირთების გადამზიდავი ექსპედიტორული და სატრანსპორტო – ლოგისტიკური ფირმებში, საბაჟო-სატრანსპორტო მომსახურების საწარმოებში, სატრანსპორტო-ლოგისტიკურ ასოციაციებში, სხვადასხვა დონის სავაჭრო-ლოგისტიკურ კომპლექსებში, სავაჭრო-შემსყიდველ და საშუამავლო ფირმებში, მზა პროდუქციის მსხვილ სადისტრიბუტორო ფირმებში, გამანაწილებელ და ლოგისტიკურ ცენტრებში, საბაჟო ტერმინალურ კომპლექსებში, საშუამავლო ფირმებში.
ინტერნაციონალიზაცია
ინტერნაციონალიზაციის ხარისხი 90%.
(პროგრამის ფარგლებში შეძენილი კომპეტენციების 90% სრულად არის თავსებადი დარგში არსებულ საერთაშორისო სტანდარტებთან).
სტუდენტის ბენეფიტები (სტუდენტის რუბრუკის ბმული)
• სწავლის პერიოდში სტუდენტებს გადაუვადდებათ სავალდებულო სამხედრო სამსახური, დადგენილი წესით
• სტუდენტები სარგებლობენ მუნიციპალური ტრანსპორტით შეღავათიან ფასებში.
• სტუდენტები სარგებლობენ სტუდენტური დაზღვევით
პროგრამაზე მიღება
აპლიკანტები ჩაირიცხებიან აკადემიის მიერ ორგანიზებული შერჩევის გზით. ტესტის ნიმუშები იხილეთ აქ: (ლინკი)
მიღება ცხადდება წელიწადში ორჯერ: გაზაფხული, შემოდგომა.
გაიარეთ წინასწარი რეგისტრაცია და მიღების გამოცხადებისთანავე მიიღებთ შეტყობინებას.
კონტაქტი
პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით.