logo

პერსონალის პროფესიული განვითარება

აკადემიის ადმინისტრაციული და მასწავლებელთა პერსონალი სარგებლობს უწყვეტი პროფესიული განვითარების მრავალფეროვანი შესაძლებლობებით. ეს ხორციელდება, როგორც პერსონალის ინიციატივით, ისე, მიზნობრივი კვლევებით იდენტიფიცირებული საჭიროებების შესაბამისად.

პერსონალის პროფესიული განვითარება ხორციელდება, როგორც აკადემიის საკუთარი რესურსებით, ისე, პარტნიორი კომპანიების ბაზაზე და განვითარების სხვა ეროვნული და საერთაშორისო მასშტაბის ღონისძიებების აქტიური გამოყენებით.

აკადემიის პარტნიორი ათობით უცხოური დაწესებულება, მზადაა უმასპინძლოს აკადემიის მასწავლებელთა ვიზიტებს და სწავლებისა და შეფასების საკითხებში გამოცდილების გაზიარების ღონისძიებებს.

პერსონალის განვითარების შესაძლებლობების, მიმდინარე ინიციატივებისა და პროექტების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით.