logo

ფორმალური განათლების აღიარება

ფორმალური განათლების აღიარება ემსახურება მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის პრინციპის რეალიზებას. „რაც ერთხელ ვისწავლე და ოფიციალურად დამიდასტურდა, საკმარისია და მეორედ არ ვარ ვალდებული იგივე ვისწავლო“.

შესაბამისად, პროფესიულ სტუდენტს, ჩარიცხვიდან 30 დღის ვადაში უფლება აქვს გაეცნოს პროგრამის დეტალებს და თუ მიიჩნევს, რომ მას კონკრეტული სწავლის შედეგები უკვე დადასტურებული აქვს ფორმალური განათლების ფარგლებში, სხვა პროგრამაზე სწავლის დროს (სასკოლო პროგრამა, სხვა პროფესიული ან მომზადება-გადამზადების პროგრამა ან უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა), ის ფორმალური განათლების აღიარების მოთხოვნით, დადგენილი წესით მიმართავს აკადემიას და აღიარების შემთხვევაში გათავისუფლდება შესაბამისი კომპონენტის სწავლის და გამოცდის ჩაბარებისაგან.

ფორმალური განათლების აღიარებით დაინტერესების შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით.

თუ ადამიანს გააჩნია არაფორმალური განათლება სწავლის იმ სფეროებში, რომელსაც აკადემია ახორციელებს და სურს ეს განათლება ოფიციალური დოკუმენტით დაიდასტუროს, აკადემია სთავაზობს არაფორმალური განათლების აღიარების მომსახურეობას.

ამ სერვისით სარგებლობის უფლება აქვთ აკადემიის სტუდენტებს.

არაფორმალური განათლების აღიარებით დაინტერესების შემთხვევაში დამატებითი ინფორმაციისა და კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით .