ჩვენი მისიაა ვიყოთ მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის შესაძლებლობების ჰაბი, რომელიც ქმნის ინკლუზიურ, მრავალფეროვან და ინტერნაციონალურ გარემოს ადამიანის ცხოვრებისა და საქმიანობის მრავალპროფილური მიმართულებით, პიროვნული და პროფესიული განვითარებისათვის.
2017 წლის 25 სექტემბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში, პარტნიორი კომპანია ტერაბანკის ინიციატივით დარგობრივი აუდიტორია გაიხსნა, სადაც ბანკის მოლარე ოპერატორის პროგრამის სტუდენტები, სამუშაო გარემოში დაეუფლებიან პროფესიის შესაბამის უნარებს.