სენატის სხდომა
2016 წლის 27 ოქტომბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ში შედგა სენატის სხდომა, რომელზეც განხილულ იქნა გასული სასწავლო წლის სამოქმედო გეგმის ანგარიში და ახალი 2016-2017 სასწავლო წლის ღონისძიებები.
აღინიშნა, რომ სამოქმედო გეგმის უმრავლესი ნაწილი, წარმატებით იქნა შესრულებული. იმსჯელეს განუხორციელებელი აქტივობებისა და მათი შეუსრულებლობის მიზეზებზე.
სენატმა დადებითად შეაფასა ახალი 2016-2017 სასწავლო წლის დაგეგმილი ღონისძიებები. იმსჯელა ასევე, აკადემიის საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესების კონკრეტულ აქტივობებზე.