
მიმდინარე წლის 14 აპრილს ცენტრალური უკრაინის ეროვნულმა ტექნიკურმა უნივერსიტეტმა გამართა

საერთაშორისო სამეცნიერო და პრაქტიკული სტუდენტური კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო აკადემიის ბუღალტრული აღრიცხვის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტმა სალომე ყურაშვილმა

თემით: დუალური სწავლების როლი ბუღალტერიის პროფრესიის განვითარებაში.

კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის საპატიო წევრის სტატუსით საქართველოდან მიწვეული იყო საქართველოს ბიზნესის აკადემია – SBA-ის დირექტორი
ია ერაძე.

აკადემია განაგრძობს საერთაშორისო პარტნიორებთან თანაშრომლობას


აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ თანამშრომლობაში მასწავლებლებისა და სტუდენტების ჩართულობა, გამოცდილების გაზიარების მიზნით.