logo

რიგის ეკონომიკისა და კულტურის უნივერსიტეტის წარომომადგენელთა ვიზიტი SBA-ში

მიმდინარე წლის 10 ივნისს, საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ს ეწვივნენ პარტნიორი უნივერსიტეტის- რიგის ეკონომიკისა და კულტურის უნივერსიტეტის წარმომადგენლები.
მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია თავიანთი სასწავლებლების შესახებ, ისაუბრეს გაცვლითი პროგრამების ამოქმედებაზე. სტუმრებმა გააცნეს აკადემიის სტუდენტებს ლატვიის საგანმანათლებლო სისტემა და უნივერსიტეტის პროგრამები.
უნივერსიტეტის ვიცე რექტორმა, სტუდენტებს ჩაუტარა მინი ლექცია-პრეზენტაცია ლატვიის შესახებ, გააცნო ქვეყნის გეოგრაფიული და ეკონომიკური მდგომარეობა, ასევე განათლების თანამედროვე ტექნოლოგიები.

პარტნიორებს შორის საუბარი გაიმართა ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე.IMG_0528

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *