logo

აბიტურიენტთა საინფორმაციო ცენტრი

2017 წლის 11 მარტს პროექტ „ჩემი მომავლის სასწავლებელი“-ს ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო დემოკრატიული განვითარების ცენტრი“-ს ორგანიზებით გაიხსნა აბიტურიენტთა საინფორმაციო ცენტრი, რომელიც ერთი კვირის მანძილზე დაინტერესებულ პირებს მისცემს შესაძლებლობას მიიღონ ინფორმაცია უმაღლესი სასწავლებლების შესახებ.
საინფორმაციო ცენტრში წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სასწავლებლის საპრეზენტაციო კუთხეები, სადაც მათი წარმომადგენლები პასუხობდნენ აბიტურიენტების მიერ დასმულ შეკითხვებს.
აღნიშნულ პროექტში აქტიურადაა ჩართული საქართველოს ბიზნესის აკადემია- SBA. აბიტურიენტებს სასწავლებლის შეთავაზებები გააცნო და წარმატებული მომავალი უსურვა აკადემიის დირექტორმა ქალბატონმა ია ერაძემ.

 

 

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *